GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ახალგორელები სეპარატისტების პასპორტებზე უარს ამბობენ
10:53 13.07.2012
დღის სიახლეები

ცხინვალის ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმმა ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის პასპორტიზაციისა და „საქართველოსთან საზღვრის“ გადაკვეთის წესების შესახებ სპეციალური კომისიის მოხსენება მოისმინა. ე.წ. ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითმა განაცხადა, რომ სიტუაცია რაიონში, მძიმეა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, ვერ ახერხებს რაიონში დაბრუნებას იმის გამო, რომ ოსური პასპორტები არ აქვთ.

სპეციალურმა კომისიამ კი გაარკვია, რომ ამ ადამიანებს არავინ უშლით დაბრუნებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების აღებას, მაგრამ ეს თავად არ სურთ, რადგან შიშობენ, რომ თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობას“ მიიღებენ, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ - წერს „ოსრადიო“.

„ეს საკითხი ადრე თუ გვიან ძალიან მწვავედ დადგება“ - განაცხადა ძიცოითიმ.
ამის გამო, კომისია აპირებს, ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭების ან მასზე უარის თქმის მექანიზმები და ვადები განსაზღვროს.

ფიქრობენ, რომ შესაძლოა, პრობლემა დაარეგულიროს „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ შესწორებამ, - ე.წ. ჩაწერის ინსტიტუტის შემოღებამ. ამასთან, ვინც ასეთ დოკუმენტს აიღებს, ვერ მიიღებს მონაწილეობას „რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და ვერც „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის“ საზღვარს გადაკვეთს - განმარტა ძიცოითმა, რითაც კოლეგებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ე.წ. პარლამენტის სხდომაზე გაიტანენ განსახილველად.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს1
რუსთავის №17 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა2
„Grand Palace“ –ის სასტუმრო 10 წამში სრულიად ჩამოინგრა (VIDEO)3
რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია4
დავით საყვარელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X