GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ
16:46 18.07.2012
დღის სიახლეები

ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ, რომლებიც დისკუსიებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ.

ჩოჩიევის თქმით, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან საუბარს რაიმე კონკრეტული შედეგი არ გამოუღია, თუმცა ოსურმა მხარემ კვლავ დააფიქსირა თავისი პროტესტი სოფელ ზარდიანთკარში ქართული პოლიციის პოსტის განთავსების თაობაზე.

„გრძელდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო თვალთვალი, ეს ხდება უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე, რაც არ შეიძლება არ აშფოთებდეს ჩვენს მოსახლეობას,“ - განაცხადა ჩოჩიევმა და თან დასძინა, რომ ამ ფონზე, ქართული მხარე ხელს უწყობს ხმების გავრცელებას იმის შესახებ, რომ სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, რის გამოც, ჩოჩიევის თქმით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა შეშინებულია.

„ჩვენ გვესმის, რომ (ზარდაინთკარი) საქართველოს ტერიტორიაა, არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია ევროკავშირის დამკვირვებელთა პოზიცია, რომლებმაც თავისი მანდატის თანახმად საქართველოს მხრიდან უნდა უზრუნველყონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოება. პოლიციის პოსტის საზღვართან მოახლოებამდე დამკვირვებლებმა არ შეისწავლეს სიტუაცია და არ გათვალეს სიტუაციის გამწვავების შესაძლო ვარიანტები,“ - აცხადებს ჩოჩიევი, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე „ქცევის წესებს“ ცხინვალი ვერ განსაზღვრავს, მაგრამ უკმაყოფილებას მაინც აფიქსირებს.

ამასთან, ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიები ოსური მხარისთვის არ არის „წმინდა ძროხა“ და თუ ეს მექანიზმი შეწყვეტს მუშაობას, მისი სანაცვლო ფორმატი მოიძებნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
24 წლის ახალგაზრდამ 43 წლის მამაკაცი მოკლა1
პოლიციამ „ქართული ოცნების" წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო2
რუსთავის ციხესთან პატიმრის დედამ შიმშილობა დაიწყო3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 სექტემბრისთვის4
მიხეილ სააკაშვილი: აქამდე სად იყო პროკურატურა?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X