GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გალში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს ჩააყენებენ
10:39 20.07.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის თქმით, გალის რაიონში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე მოახდენს რეაგირებას. ამის შესახებ ანქვაბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. შტაბს უშიშროების სამსახურის რეგიონალური განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი შედის.

გარდა ამისა, ანქვაბის თქმით, გალის რაიონში მუდმივად იქნება დისლოცირებული სპცდანიშნულების ცენტრი, რომლის რიცხოვნობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. 

„ეს ბრძოლისუნარიანი, კარგად მომზადებული, მძლავრი ქვედანაყოფია, რომელიც მზად იქნება რეაგირება მოახდინოს ბევრ გამოწვევაზე ქართული მხარის მხრიდან. სიტუაცია გალის რაიონში ყოველთვის რთული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლები ენგურს გაღმიდან ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ იქ (გალში) კვლავ ცუდად იყოს საქმე. და ყველა აქცია, რომელიც სასაზღვრო რაიონში ხდება, ადრევე იყო დაგეგმილი და არაფერი შემთხვევითი იქ არ მომხდრა. ეს არის აქციები დასაშინებლად, რომ ეშინოდეს ხელისუფლებასაც და ხალხსაც. ჩვენი საპასუხო ზომები ადექვატურია. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გალის რაიონში ვატარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და მათ სარგებელი მოაქვს,“ - განაცხადა ანქვაბმა.

ანქვაბმა „საზღვრის“ დაცვასთან დაკავშირებულ სიახლეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საზღვრის“ კონტროლი ახალი ტექნიკური და ელექტროაღჭურვილობით მოხდება, „საზღვრის“ მთელს პერიმეტრზე კი რამდენიმე ოფიციალური „გამშვები პუნქტი“ მოეწყობა.  ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება, რომ მოსახლეობამ არ ისარგებლოს იმ „არაოფიციალური“ ბილიკებით, რომლებითაც ქართულ მხარეზე გადასვლაა შესაძლებელი. ასეთი „წესრიგის დამრღვევები“ ანქვაბის თქმით, მკაცრად დაისჯებიან.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება1
ბარამიძე: აღსრულების დასაწყებად აუცილებელი შეტყობინება ბიუროდან არ მიგვიღია2
პარლამენტის შენობა დეპუტატების მისაღებად მზადაა3
აზოვის ზღვა სისხლისფერი გახდა4
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X