ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან
ყირიმში ჩავა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც საერთაშორსო კარვების ბანაკში
„დონუზლავ-2012“-ში მონაწილეობისთვის უკრაინაში რუსეთის საელჩოს დახმარებით
გაიხსნა.
როგორც ოსური სააგენტო
„რეს“ იუწყება, ბანაკის დირექციამ ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების საქმეთა
მინისტრს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ცხინვალელ ბავშვებს ბანაკამდე ჩასვლაში
დაეხმაროს.
ბანაკი 31 ივლისამდე
იმოქმედებს. მისი მთავარი ლოზუნგია: „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის
ახალგაზრდობა - ერთად 21-ე საუკუნეში“.
ამ ხნის მანძილზე ბანაკში
მყოფ ახალგაზრდება დაათვალიერებინებენ საბრძოლო დიდების ადგილებს, გმირ-ქალაქ
სევასტოპოლს, რუსეთისა შავი ზღვის ფლოტისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების
გემებს.
Internet.ge