რუსეთ-აფხაზეთის
საზღვარზე არსებული უზარმაზარი რიგების გამო, გამშვებ პუნქტამდე
დროულად ვერ მიაღწია სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელსაც 13 წლის ბიჭი
გადაჰყავდა. მოზარდი სოჭის საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა. ეს შემთხვევა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველის ანგარიშში მოხვდა.
ანგარიშში ნათქვამია,
რომ 13 წლის ბავშვი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დაავადება გასტროენტერიტის
ფონზე განვითარდა. მოზარდი ცუდად გაგრაში გახდა და იგი რუსეთის საზღვრამდე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ მიიყვანა, იქიდან კი სოჭში გადაიყვანეს,
სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსეთ-აფხაზეთის
საზღვარზე არსებული მდგომარეობით რუსი მოქალაქეები საჩივარს გამუდმებით
გამოთქვამენ. მათი თქმით, დამსვენებლებს ბავშვებთან ერთად მზეში საათობით უწევთ
რიგში დგომა, რათა გამშვებ პუნქტამდე მიაღწიონ.
მანამდე გავრცელდა
ინფორმაცია, რომ მსგავსი რიგების მსხვერპლი 6 წლის ბავშვიც გახდა.
აფხაზი მოსაზღვრეები
დიდი რიგების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.
Internet.ge