მინიმუმ 2015 წლამდე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ბიუჯეტის რუსული დახმარების გარეშე ფორმირებას ვერ მოახერხებს. ამის შესახებ ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ 2015 წლის შემდეგ რესპუბლიკას რუსული დახმარება აღარ დასჭირდება.
РБК daily-ს მონაცემებით, ცხინვალის რეგიონისათვის გადარიცხული რუსული ფული ბევრად აღემატება ფინანსებს, რომელსაც მოსკოვი აფხაზეთში გზავნის.
დაფინანსების ოდენობა ასეთია:
2008 წელს ცხინვალს გადაერიცხა 3,6 მილიარდი რუბლი, აფხაზეთს - 0,51 მილიარდი.
2009 წელს: ცხინვალს - 9,849 მილიარდი, აფხაზეთს - 2,36 მილიარდი.
2010 წელს: ცხინვალს - 8,237 მილიარდი, აფხაზეთს - 3 მილიარდი.
2011 წელს: ცხინვალს 7 მილიარდი, აფხაზეთს - 3 მილიარდი.
2012 წელს: ცხინვალს 2,54 მილიარდი, აფხაზეთს - 4, 2 მილიარდი.
სულ, ამ 5 წლის განმავლობაში, გამოდის, რომ ცხინვალმა 31, 226 მილიარდი რუსული რუბლი მიიღო, აფხაზეთმა კი 13,07 მილიარდი.
internet.ge