ცხინვალის რეგიონში ხვალ ე.წ. განმეორებითი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელშიც ორი კანდიდატი - „სამხრეთ
ოსეთის“ „კგბ“-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით
სანაკოევი მონაწილეობენ. ლეონიდ თიბილოვმა პირველ ტურში ხმების ყველაზე მეტი
რაოდენობა მიიღო - 42,48%, სანაკოევმა კი - 24,55%.
როგორც ადგილობრივი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, „არჩევნებს ათობით
საერთაშორისო დამკვირვებელი და 100 ჟურნალისტი დააკავირდება.“ როგორც წესი, ეს
„საერთაშორისო“ წარმომადგენლობები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან და აფხაზეთიდან
ჩადიან ხოლმე ცხინვალში.
„არჩევნები“ შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში
ამომრჩევლის 30%-ზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმების უმრავლესობის
მოგროვება სჭირდება. ამასთან, ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც გრაფას - „ყველას
წინააღმდეგ“ შემოხაზავს, არ უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულის მიერ მიღებულ ხმებს.
მეორე ტურის შედეგები 9 აპრილს გახდება ცნობილი.
როგორც ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა
ჯიოევამ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ყველა კანდიდატი ამ „არჩევნებისთვის“
კრემლის ინტერესების შესაბამისადაა შერჩეული. ამის გამო არავის აღარ ეპარება ეჭვი,
რომ ამ ჯერზე მაინც, ედუარდ კოკოითის მემკვიდრე უმტკივნეულოდ იქნება არჩეული.
ჯაბაევიჩის შემცვლელს ცხინვალში უკვე მეექვსე თვეა, 2011 წლის ნოემბრის შემდეგ,
უშედეგოდ ირჩევენ.
Internet.ge