ცხინვალის „სახალხო
პარტიის“ და პარტია „ფიდიბასტას“ ლიდერებმა როლანდ ქელეხსაევმა და ვიაჩესლავ
გობოზოვმა რუსეთს თხოვნით მიმართეს, „აღიაროს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი
საქართველოს მხრიდან“ - იუწყება „ეხო კავკაზა“.
ქელეხსაევი დარწმუნებულია,
რომ მოსკოვი ამას გააკეთებს.
საუბარია ბოლო 20 წლის
პერიოდზე - 1989-1992 წლების კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომზე.
„ეს მოვლენები - ოსების
ეთნიკური ნიშნით განადგურებაა,“ - თვლის ქელეხსაევი.
უფლებადამცველი რუსლან
მაგკაევი ამ აზრს ეთანხმება, თუმცა აღიარებს, რომ იურუდიულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის
წარმომადგენელთა დასკვნები გენოციდთან დაკავშირებით, სრულყოფილი არ არის, რადგან
მისი თქმით, მოსახლეობას შორის, რომელზეც ძალადობა ხორციელდებოდა, იყვნენ ისეთები,
რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას ახორციელებდნენ.
საერთაშორისო კანონებით
კი, „თუკი მოსახლეობას შორის არიან შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც
ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევენ, ამის გენოციდად კვალიფიცირება, ძალიან ძნელია,“
- ამბობს მაგკაევი.
ეკონომიკურ მეცნიერებათა
კანდიდატის ნოდარ კაბერტის აზრით, კრემლი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს გენოციდის
აღიარების იდეას, თუკი საქართველო ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს.
Internet.ge