ცხინვალის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას კიდევ უფრო გაუმარტივებენ
იმ ქვეყნების
მოქალაქეებს, სადაც რუსული ენა ერთ-ერთ სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული,
ამიერიდან, უფრო მარტივად შეეძლებათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება.
ამის შესახებ
კრასნოდარის მხარის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ნოვოროსიისკის განყოფილება
იუწყება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის
განკარგულებიდან გამოიტანეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების წესში
ცვლილებებს შეეხება.
კრასნოდარის მხარის
მიგრაციის ფედერალური სამსახურის ნოვოროსიისკის განყოფილება აცხადებს, რომ 1 ივნისის
მოდგომარეობით, ანუ განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან, „სახელმწიფოებს, სადაც
რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, მიეკუთვნებიან ბელორუსი და სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკა“.
Internet.ge