რაშიდ ნურგალიევი მორიგ
ინსპექტირებას ატარებს იკუპირებულ რეგიონში. ამჯერად მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის
რაიონებში გზების მშენებლობის პროცესი მოინახულა - იუწყება ადგილობრივი მედია.
ნურგალიევი, ასევე,
ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთში ჩავიდა, სადაც რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური
სააგენტო მოსახლოების სამედიცინო შემოწმებას ატარებს. პარალელურად, ადგენენ
სპეციალურ კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, რომელსაც, როგორც აცხდებენ, ჯანდაცვის
პრიორიტეტების დაგეგმვისას გამოიყენებენ.
წლევანდელი ზაფხულის
განმავლობაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხშირი სტუმარია. ოფიციალური ინფორმაციის
თანახმად, ის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების შესრულებას
ადევნებს თვალს.
ცოტა ხნის წინ კრემლმა
ნურგალიევს ჩააბარა, ასევე, მარიონეტული რეჟიმების ე.წ. ძალოვანის სამსახურების
კონტროლიც.
internet.ge