აფხაზეთისა და ვენესუელას ურთიერთობები უგო ჩავესისი ავადმყოფობის გამო ვერ ვითარდება
სოხუმში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება ვენესუელას დელეგაცია, რომელიც მარიონეტულ რეჟიმს `საერთაშორისო მხარდაჭერას~ ჰპირდება.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ `ვენესუელა ყოველმხრივ ხელს უწყობს აფხაზეთის ინტერესების წინსვლას ლათინური ამერიკის ქვეყნებში~ და დააკონკრეტა, რომ `რუსეთისა და ვენესუელას წყალობით აფხაზეთი შეძლებს წარმატებას მიაღწიოს საერთაშორისო არენაზე~.
აფხაზეთსა და რუსეთში ვენესუელას ე.წ. ელჩის უგო ხოსე გარსია ერნანდესისი თქმით კი, უგო ჩავესის ავადმყოფობის გამო აფხაზეთისა და ვენესუელას ურთიერთობები ამ ეტაპზე შეფერხებულია.
internet.ge