|
10:02 26.06.2012
|
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მას არ გამოუთქვამს მაინცდამაინც ივანიშვილთან და ალასანიასთან დიალოგის სურვილი და რომ მისი ინტერვიუს აღნიშნული ნაწილი იტალიელმა ჟურნალისტმა არასწორად გადმოსცა. |
|
|
20:19 25.06.2012
|
გალის რაიონიდან გატაცებული 35 წლის ადგილობრივი ლაშა ბელქანია სახლში დაბრუნდა. ადგილობრივები მისი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ - წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ ბელქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. |
|
|
13:11 25.06.2012
|
კონტრაქტორ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცხინვალის რეგიონში სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს, მოძებნიან და შეცდომებს გამოასწორებინებენ. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან. |
|
|
12:27 24.06.2012
|
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთობლივად, სოხუმსა და გალში ორი რესურსცენტრის - ამერიკული კუთხეების შექმნის საკითხი განეხილათ. |
|
|
20:02 23.06.2012
|
აფხაზი სეპარატისტები ქართულ წინასაარჩევნო კამპანიას აკვირდებიან. სოხუმის სიმპატიები აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააჟღერა. სასურველ პარტნიორებად მან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამებრძოლი ირაკლი ალასანია დაასახელა. |
|
|
15:52 23.06.2012
|
ქალაქ ხასავიურტში სროლების შედეგად, ამჯერად, ორი მოზარდი დაიჭრა, რომლებიც თანატოლებთან ერთად სროლის დროს სტადიონზე იმყოფებოდნენ. |
|
|
12:19 23.06.2012
|
გალის რაიონის სოფელ ხუმუშკურში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს 1977 წელს დაბადებული ლაშა ბელქანია - იუწყება „აპსნიპრესი“. სააგენტოს ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ გამტაცებლები მეგრულად საუბრობდნენ, აგრესიულად იქცეოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ნიღბით იყო. მათ ავტომატით დაცხრილეს ბელქანიას ავტომანქანაც. |
|
|
12:09 23.06.2012
|
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „ყოველთვის იყო და უნდა იყოს კიდეც რუსეთის შემადგენლობაშ" |
|
|
19:50 22.06.2012
|
რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილებამ აფხაზეთის სტრუქტურებთან ერთობლივი მართვის ვარჯიშები ჩაატარა. წვრთნა ორ ეტაპად ჩატარდა. როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, პრაქტიკული მოქმედებები ზღვაში ტერორისტული ქმედებების აღკვეთას ითვალისწინებდა. |
|
|
15:19 22.06.2012
|
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს კვალდაკვალ განცხადებას ავრცელებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ასევე გალის რაიონში „საქართველოს მიერ განახლებულ ტერორისტულ საქმიანობაზე“ იუწყება. |
|
|
15:15 22.06.2012
|
როგორც „აპსნიპრესს“ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ გაუცხადა, „ტერორისტული ჯგუფები საქართველოს ტერიტორიიდან იგზავნებიან“. ამ ვერსიის გასამყარებლად კი კვლავ ირაკლი ალასანიას განცხადებას იშველიებენ. |
|