|
13:28 21.06.2012
|
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, 55 წლის ზაზა თავაძე შეხვედრის დაწყებამდე გათავისუფლდა. |
|
|
13:10 21.06.2012
|
როგორც ოსური მხარე იუწყება, ისინი შეხვედრაზე „საქართველოსთან საზღვარზე“ შექმნილ ვითარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საუბარი შეეხება მომხდარ ინცინდენტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ერგნეთში 25 მაისს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ. |
|
|
10:57 21.06.2012
|
ანქვაბმა გალის რაიონის სამართალდამცავი სამსახურების მუშაობის კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ მოსაზღვრე მხარის მოქმედებებს“. |
|
|
17:59 20.06.2012
|
როგორც „ოსრადიოს“ სასაზღვრო განყოფილების პრესსამსახურში აცნობეს, ყუმბართმტყორცნი სოფელ წინაგარის რაიონში, ე.წ. საზღვრიდან 2 კილომეტრში, ერთ-ერთ დანგრეულ შენობაში იპოვეს. |
|
|
16:00 20.06.2012
|
დადგენილებას ე.წ. პარლამენტმა კენჭი უკვე უყარა. სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ამნისტია ახალი ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის არჩევასთან დაკავშირებით გამოცხადდა. |
|
|
20:20 19.06.2012
|
ანატოლი მაშელკინი აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე დაამტკიცა 2012 წლის საინვესტიციო პროგრამა და ცხინვალი პირველი ჩარიცხვის მოლოდინშია. თუმცა ე.წ. მშენებლობის მინისტრი ამბობს, რომ დაფინანსება არ შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დანგრეულ და დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს. |
|
|
20:19 19.06.2012
|
„ჩვენ ჩვენი კალაპოტით მივდივართ და სასურველია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც თავისი გზით იარონ - გარკვეულ ქვეყნებთან ვალდებულებების გარეშე,“- აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ ურთიერთობები გასაგები იყოს, უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომლებიც მხარეებისთვის იქნება მისაღები. |
|
|
10:48 19.06.2012
|
„მე ვეკონტაქტე იქ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ აფხაზეთის აღიარების საკითხი, არ განიხილება. მე საინფორმაციო გადაცემებსაც ვუყურებდი, გაზეთებსაც ვათვალიერებდი, მაგრამ აფხაზეთზე ერთი სიტყვაც არ მინახავს“ - განაცხადა ხაშიგმა. |
|
|
10:21 19.06.2012
|
რუსეთის უშიშროების საბჭოს დელეგაცია საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით ცხინვალში ჩავიდა. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. |
|
|
10:08 19.06.2012
|
როგორც ინტერნეტსაიტი „არმენია თუდეი“ იუწყება, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურე არამ გულნაზარიანი მოკლეს, რაც ეუთოსათვის აშკარა გამოწვევას და ოფიციალური ბაქოს მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ბოიკოტს ნიშნავს. |
|
|
11:49 16.06.2012
|
აზერბაიჯანული მედია სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ წუხელ ცეცხლი გახსნა პოზიციებიდან, რომლებიც განთავსებულია სომხეთის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ კრასნოსელსკში. |
|