|
12:05 24.05.2012
|
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ადმინისტრაციის მეთაურად ანატოლი ბარანკევიჩი დაინიშნა. ლეონიდ თიბილოვმა დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. |
|
|
12:05 23.05.2012
|
სეპარატისტები შიშობენ, რომ ვინაიდან საქართველოს აქვს საშუალება, იმ მოქალაქეების დევნა, რომლებიც სამხრეთ ოსეთს იცავდნენ, ინტერპოლის საშუალებით განახორციელოს, ნებისმიერი შეიძლება დევნის ობიექტი გახდეს. |
|
|
11:55 23.05.2012
|
„ოსეთი - თავისუფლების მოედანის“ ლიდერი ალა ჯიოევა, სეპარატისტული რეჟიმის ლდიერს - ლეონიდ თიბილოვს ვლადიმერ პუტინთან შუამდგომლობას და თავისი დაპატიმრებული მომხრეების შეწყალებას სთხოვს. |
|
|
11:47 23.05.2012
|
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი ხინთიბას ხელმძღვანელობით, „დიპლომატიური კავშირების“ გასამყარებლად ვენესუელაში ჩავიდა. |
|
|
10:37 23.05.2012
|
2009 წლეს „როსნეფტმა“ და მარიონეტულმა რეჟიმმა აფხაზეთის შელფის ათვისების თაობაზე დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. შეიქმნა სს „როსნეფტ-აბხაზია“, რომლის 51% „როსნეფტს“ ეკუთვნის, 49% კი აფხაზეთის „მთავრობას“. |
|
|
18:08 22.05.2012
|
„ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებული განცხადება დესტრუქციულ ხასიათს ატარებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად მოედნის მომზადებას ჰგავს“ - აცხადებენ სეპარატისტები. |
|
|
17:51 22.05.2012
|
„მოსკოვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განახლება ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში“- აცხადებს გრიგორი კარასინი. |
|
|
20:18 21.05.2012
|
აფხაზეთში რუსეთის მიერ მოწყობილი „ჩერქეზთა გენოციდის“ ტრაგიკული თარიღი -148 წლისთავი აღნიშნეს და რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლი გაიხსენეს, რომლებსაც სასაკლაო მოსკოვმა მოუწყო. |
|
|
20:14 21.05.2012
|
„დღეს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სერიოზული პროვოკაციები ხდება. იქ მუშაობენ ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული," - განაცხადა თიბილოვმა. |
|
|
12:43 21.05.2012
|
ცხინვალი შეშფოთებულია იმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოს სამიტს საქართველო მორიგ წარმატებას უკავშირებს. სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება, ისევე როგორც მოსკოვი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში საფრთხეს ხედავს. |
|
|
12:56 19.05.2012
|
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამ ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დეპუტატის, ბალა ბესტაუტის წუხანდელი დაკავების ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვს. |
|