|
12:48 17.05.2012
|
ჩილეს დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. სტუდენტები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ განათლების რეფორმის წინააღმდეგ, რომლის გატარების აუცილებლობაზეც მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა საუბრობს. |
|
|
19:05 16.05.2012
|
დღეისათვის აფხაზეთში უკვე 21 სირიელი რეპატრიანტი ცხოვრობს, მათ შორის 10 ბავშვია. ისინი დროებით სასტუმრო „აიტარში“ არიან შესახლებულები, რის შემდეგაც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლებენ. |
|
|
15:00 16.05.2012
|
რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება 4 წლის ვადით განისაზღვრება. |
|
|
14:39 16.05.2012
|
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უარჰყოფს ქართულ-ოსური კონფლიქის ზონაში ეუთოს მისიის აღდგენის შესახებ რაიმე მოლაპარაკების არსებობას. |
|
|
14:17 16.05.2012
|
აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ანზორ ბუთბას, ალხას ხუტაბა და რამზი ხაშიგს ბრალი წაუყენა. |
|
|
11:46 16.05.2012
|
მახაჩკალის სამ რაიონში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, განადგურებულია 3 მაისის ორმაგი ტერაქტის ორგანიზატორად დასახელებული ბანდფორმირების ლიდერი. |
|
|
17:59 15.05.2012
|
პრემიერი მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა წარადგინა და წინასწარვე გააფრთხილა „დეპუტატები“, რომ ხუგაევის კანდიდატურაზე სოჭში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს იმსჯელეს, და რომ „რუსეთში დღეს პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან“. |
|
|
16:51 15.05.2012
|
გაზეთ „რესპუბლიკა აბხაზიას“ ცნობით, ე.წ. შსს-მ დააკავა ორი აფხაზი, რომლებმაც იარაღის მუქარით რუსი სამხედრო გაძარცვეს. |
|
|
12:57 15.05.2012
|
აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, 50-ზე მეტი უახლესი ჯავშნიანი „კამაზი“ შეიყვანეს. მანქანები აღჭურვილია დამატებითი დაცვითი კომპლექსით - კაფსულის ტიპის დაჯავშნული კაბინებით და ტყვიაგაუმტარი მინებით, ასევე, გაძლიერებული პლატფორმით. |
|
|
15:09 14.05.2012
|
„ოკუპაიაბაი“-ზე პრეფექტურის ჩინოვნიკები მოვიდნენ და რაღაც აქტებს ადგენენ. მოდიან დაკავებულთა იზოლატორებში გადასაყვანი მანქანები. შესაძლებელია დარბევა. მოდით ყველა, საჭიროა მხარდაჭერა!“ - ასეთი შინაარსის ჩანაწერი დადო „ტვიტერზე“ ოპოზიციონერმა ილია იაშინმა. |
|
|
16:56 12.05.2012
|
თიბილოვი და პუტინი „ურთიერთკონსულტაციების მექანიზმზე“ შეთანხმდნენ, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ფინანსების ხარჯვა, ისევე როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ცხინვალის რეგიონში მოსკოვის მითითებითა და მისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება. |
|