|
16:44 13.04.2012
|
აფხაზებმა იციან, რომ სააღდგომოდ, როგორც ზუგდიდის, ისე აფხაზეთის ტერიტორიებზე მიმოსვლა გახშირდება, ამიტომ ყველგან არიან განლაგებულნი. გუშინ 6 ქართველი მამაკაცი დაიჭირეს და თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხაც გამოსძალეს“,– განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“–ს აფხაზეთში მცხოვრებმა. |
|
|
19:38 12.04.2012
|
სომხეთში, გიუმრში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე წრთვნის ბოლო ეტაპი სრულდება. სამხედროებს სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო ცეცხლის მართვაში ავარჯიშებენ. |
|
|
10:17 12.04.2012
|
„ინაუგურაცია“ 19 აპრილსაა დაგეგმილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ცხინვალში ბევრ სტუმარს ელოდებიან. ცერემონია ე.წ. მთავრობის სახლის დიდ დარბაზში ჩატარდება, რის შემდეგაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თიბილოვს „პრეზიდენტობის დამადასტურებელ მოწმობას“ გადასცემს. |
|
|
20:02 10.04.2012
|
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ახალი ლიდერი „პრეზიდენტობისთვის“ ემზადება. ლეონიდ თიბილოვის „ინაუგურაცია“ 19 აპრილს შედგება, მანამდე კი თბილოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს შეხვდა და მასთან „ხელისუფლების“ ფორმირების საკითხები განიხილა. თიბილოვი მოქმედ რეჟიმს დაშლის და ახლის ფორმირებას დაიწყებს. |
|
|
19:12 10.04.2012
|
ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა“ პროვოკაციად და საფრთხედ შეფასდება და ყოველი ასეთი მცდელობა მკაცრად აღიკვეთება“ - განაცხადა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა. |
|
|
16:58 10.04.2012
|
როგორც ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელი ელინა მირზოევა აცხადებს, მათი თანამებრძოლის მიმართ საქმე შეთითხნილია და დაკავების შესახებ ბრძანება მოსკოვიდანაა გაცემული. კოკოევთან ერთად თავის დროზე დააკავეს ჯიოევას სხვა მხარდამჭერებიც, თუმცა სოსლან კოკოევს ოპოზიციის მთავარი იდეოლოგის სტატუსი მიანიჭეს. |
|
|
15:50 10.04.2012
|
ცხინვალში მიხვდნენ, რომ მოსკოვმა მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებით არც ისე დიდი საქმე გააკეთა. ოკუპირებულ რეგიონში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობით „სამხრეთ ოსეთს“ არანაირი კონკრეტული შედეგი არ მიუღია. |
|
|
15:50 09.04.2012
|
დუმის დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ თიბილოვი არ გადაუხვევს კურსს და „რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებების ფაგლებში იმოქმედებს“. |
|
|
10:23 09.04.2012
|
წუხელვე ცნობილი გახდა, რომ სანაკოევმა აღიარა წაგება და თიბილოვის გამარჯვება. ეს უკანასკნელი უკვე მილოცვებს იღებს, მათ შორის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგანაც. |
|
|
20:08 07.04.2012
|
დღეს საღამოს 20:00 საათიდან კი საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავენ. მიმოსვლა შეწყდება მოსაბრუნის, არცევის, სინაგურის, ქარზამანის დასახლებულ პუნქტებზე გავლით. მოძრაობა მხოლოდ ხვალ, „არჩევნების“ დასრულებისა და „საარჩევნო უბნების“ დახურვის შემდეგ აღდგება. |
|
|
18:05 07.04.2012
|
„დილიდან სროლის ხმა ისმის, ჩაიკეტა საზღვარიც, გალის მიმართულებით მთელი დღეა რუსული ტექნიკა გადაადგილდება“, - აცხადებენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები. |
|