|
16:54 07.04.2012
|
ცხინვალის რეგიონში ხვალ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელშიც ორი კანდიდატი - „სამხრეთ ოსეთის“ „კგბ“-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი მონაწილეობენ. |
| |
12:39 07.04.2012
|
სოფელ ქედში დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. სოფლიდან 15- მდე ოჯახია ევაკუირებული. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. |
| |
17:10 06.04.2012
|
ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ექსპერტები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთის გავლენის შესახებ წერენ. მათი დასკვნებით, მოსკოვს ეს ტერიტორიები ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებზე (ანუ საქართველოზე) ზეწოლის ბერკეტად სჭირდება. |
| |
12:11 06.04.2012
|
ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსულ ენას „სახელმწიფო“ სტატუსი მიანიჭა. რეგიონში, სადაც მუდმივად საუბრობენ ადგილობრივი ოსური ენის გაქრობაზე, რუსული ენა, ოსურთან ერთად, მთავარი ენა ხდება. |
| |
19:46 04.04.2012
|
საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის მოსახლეობას იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება რეგიონში უახლოეს მომავალში გეგმავს. |
| |
12:05 04.04.2012
|
აფხაზეთში არაფერი შეცვლილა, პირიქით, კორუფცია გაიზარდა - ასეთია იმ სოხუმელი რესპონდენტების უმრავლესობის აზრი, რომლებიც „ეხო კავკაზამ“ გამოკითხა. |
| |
16:53 03.04.2012
|
ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო ადგილზე გასული სტანისლავ კოჩიევი და მისი კომუნისტური პარტია, „არჩევნების“ მეორე ტურში, მხარს „კგბ“-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ლეონიდ თიბილოვს დაუჭერს, რომელმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოაგროვა.
|
| |
18:58 02.04.2012
|
წელს რუსეთში სეპარატისტები 20-22 ტონა ციტრუსის გატანას აპირებენ. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ „აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით შავიზღვისპირა ქვეყნებია დაინტერესებული, მათ შორის თურქეთი, რომელიც შავ ზღვაზე ტრაპზონი-სოხუმის რეგულარული საბორნე ხაზის შექმნის საკითხს ამუშავებს“. |
| |
10:43 02.04.2012
|
მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, მინარეთები თავისი ფორმით, მამაკაცის სასქესო ორგანოს ჰგავს და დამღუპველად მოქმედებს მოზარდი რუსების მორალურ აღზრდაზე. |
| |
14:43 31.03.2012
|
თიბილოვი ამბობს, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, თითქოსდა, გარე ზეწოლის შედეგად, მეორე ტურში გასულები კანდიდატურების მოხსნას აპირებენ, ამ ხმებს კი იმ მიზნით ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი 8 აპრილს დაგეგმილ მეორე ტურზე არ მივიდეს საარჩევნო უბნებში. |
| |
11:48 31.03.2012
|
უახლოეს მომავალში სოხუმსა და კრასნოდარს შორის ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერაც იგეგმება. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის საკითხი განსაკუთრებულად მწავევეა სეპარატისტებისა და მოსკოვისათვის, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ არა მარტო გალის რაიონში მცხოვრები ქართველები, არამედ თავად სოხუმელი აფხაზებიც კი, სამედიცინო დახმარების მისაღებად არცთუ იშვიათად კვეთენ ენგურის ხიდს. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|