|
09:58 31.03.2012
|
აშშ-ის კონგრესის ანალიტიკურმა სამსახურმა წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, თეირანის ბირთვული პროგრამის რეალიზაციას ნახევარ წელზე მეტი ვადით ვერ შეაჩერებს. 48-გვერდიან ანგარიშში მითითებულია, რომ ცენტრიფუგების ზუსტი ადგილმდებარეობა აშშ-სა და ისრაელისთვის უცნობია, რაც თავის მხრივ, სირთულეებს ქმნის.
|
| |
19:12 30.03.2012
|
არაბი აქტივისტების „მარში იერუსალიმზე“ ისრაელში დაძაბულობის მიზეზი გახდა. მარშის ორგანიზატორების განცხადების მიუხედავად, რომ მათი ღონისძიება მშვიდობიანი იქნებოდა, აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში, ასევე ღაზას სექტორში, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და ისრაელის უშიშროების ძალების შეტაკებებს. |
| |
19:56 29.03.2012
|
სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მათ საკუთრებაში 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწით გადაეცათ. კაჭრეთში მცხოვრებ ახალმოსახლეებს, ასევე ეწვია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სიმონე ვოლკენი. |
| |
19:31 29.03.2012
|
როგორც აფხაზური სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთის სპეცსამსახურები ამუშავებენ ვერსიას, რომლის თანხმადაც ხუხუა, შესაძლოა, აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტიების ჩადენასთან იყოს კავშირში. |
| |
20:01 27.03.2012
|
ავღანეთში, საერთაშორსო ძალების შემადგენლობაში მყოფი ქართული კონტინგენტისათვის შეიარაღების მიწოდების გამო, მოსკოვმა ვაშინგტონის წინაშე შეშფოთება გამოთქვა - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
|
| |
19:39 27.03.2012
|
აღმოჩნდა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ხმა მისცა 11 453 ადამიანმა. ეს უმაღლესი მაჩვენებელია. მეორე ადგილზე გასული სანაკოევი კი 6 627 ადამიანს აურჩევია. |
| |
18:05 27.03.2012
|
ყუბანის გუბერნატორი, ალექსანდრე ტკაჩოვი, რომელიც რამდენიმე ხნის დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთში ე.წ. სპეცწარმომადგენლად დანიშნა, სოხუმში ჩასასვლელად ემზადება. ამის შესახებ ტკაჩოვი და ალექსანდრე ანქვაბი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. |
| |
16:41 27.03.2012
|
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლაშა მაქაცარიამ, დღეს, ზესტაფონში სპორტის სასახლის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. |
| |
12:36 27.03.2012
|
„საწყენია, რომ ვცხოვრობ აბსურდისა და სიცრუის ქვეყანაში, მაგრამ შეკერილი სისხლის სამართლის საქმე იყო საჭირო, რომ მივმხვდარიყავით, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ“ - წერს ქსენია სობჩაკი თავის ინტერნეტ-დღიურში. |
| |
11:51 27.03.2012
|
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართული კვალის წაშლის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, დღეს, საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით მიმართავს. |
| |
10:13 27.03.2012
|
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტის არჩევნები“ არალეგიტიმურია, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა.
|
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|