|
15:11 03.08.2012
|
ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ შემოსავლების შესახებ დეკლარაციების შემოღება ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან აფხაზეთში სრულიად მოუწესრიგებელია საბანკო სისტემა, ვაჭრობა და ბუღალტერია. |
|
|
11:04 03.08.2012
|
„დღეს, საქართველო, ვერ გაბედავს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას“ - ასეთი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის ტელევიზიით გააკეთა. |
|
|
17:13 02.08.2012
|
სოჭის საბაჟო არწმუნებს აფხაზეთის მოსახლეობას, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე დამონტაჟებული რენტგენის აპარატები საშიში არ არის და მგზავრთა ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება - იუწყება „აბხაზია ორგ“. |
|
|
14:02 02.08.2012
|
ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, სადაც მაგისტრალური მილი გადის, მუშებმა სამშენებლო სამუშაოების დროს საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანეს, რის გამოც ცხინვალისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მთლიანად შეწყვეტილია. |
|
|
10:48 02.08.2012
|
ცხინვალში მონაცემთა ბაზის შედგენას იწყებენ, რომელშიც ცხინვალის რეგიონიდან საზღვარგარეთ წასული ადამიანების მონაცემებს შეიტანენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მეთოდით ისინი საკადრო პრობლემებს გადაწყვეტენ. |
|
|
10:34 02.08.2012
|
12 ოჯახს, რომლებიც აფხაზეთში სირიიდან ჩავიდნენ, ბინების გასაღებები გადასცეს. რეპატრიანტებს 7 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლებენ - იუწყება „აპსნიპრესი“. |
|
|
18:46 01.08.2012
|
“სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც აფხაზეთიდან რუსი დამსვენებელი ბავშვი გადაჰყავდა, საზღვარზე რიგის გამო არ შეყოვნებულა. ბიჭუნა საავადმყოფოში გულის მწვავე უკმარისობის გამო დაიღუპა,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პაველ ასტახოვმის პრესსამსახურმა. |
|
|
16:41 01.08.2012
|
აზერბაიჯანის საზოგადოების წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლებს, გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა სომხური მხარის ტყვეობიდან იხსნან გატაცებული ჯარისკაცი. |
|
|
13:36 01.08.2012
|
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებული უზარმაზარი რიგების გამო, გამშვებ პუნქტამდე დროულად ვერ მიაღწია სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელსაც 13 წლის ბიჭი გადაჰყავდა. მოზარდი სოჭის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. |
|
|
18:00 31.07.2012
|
მხარეებმა განიხილეს გალის რაიონში უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ: აფხაზეთისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება და ამ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ახალი გადასასვლელების მოწყობის საკითხი. |
|
|
14:37 31.07.2012
|
უკრაინა და ბელორუსი უახლოეს მომავალში სცნობენ სამხრეთ ოსეთს. ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა „ნოვი რეგიონის“ კორესპონდენტს განუცხადა. |
|