„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელედებატებში მონაწილეობას
მიიღებს. აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა
გააკეთა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებატებში
მონაწილეობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და საპარლამენტო
სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მიიღებენ.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით
მოეკიდონ არხის შემოთავაზებას და მიიღონ მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის
დებატებში“,- აღნიშნა პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე
პარტიებს ტელედებატებისთვის ეთერს სთავაზობს.
Internet.ge