პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“
მაჟორიტარი კანდიდატები სამეგრელოს სამ რაიონში წარადგინა.
სენაკში კენჭს გურამ მისაბიშვილი იყრის, აბაშაში- დავით დარცმელიძე,
ფოთში კი - თენგიზ სარიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის კანდიდატებმა დღეს
მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო
პრიორიტეტბზე ისაუბრეს.
ბაქრაძის განცხადებით, ყველაფერი რაც კეთდება ხალხის კეთილდღეობას
უნდა ემსახურებოდეს.
internet.ge