მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
20:04 29.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. ასევე ცნობილია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტანის ტერიტორიაზე წარმოებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდერებულია 11 დივერსანტი და 6 ალყაში იმყოფება. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|