მიხეილ სააკაშვილი: არაეულობა, რომელიც ამ ქედის მიღმაა, დარჩება ქედს მიღმა
21:19 29.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოკავლასიელ ძმებს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოს მწყობრი ხედვა აქვს კავკასიის როგორც ერთიან, მშვიდობიან ერთან მიმართებაში.
„ჩვენ ერთი პოლიტიკური ხვედრის ხალხი ვართ, ნუ გამოაყენებიებთ ნურავის საკუთარ თავს ბრმა იარაღად. გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის. ამასთან, ჩვენ გახსნილები ვართ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისთვის, გვაქვს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან. მივესალმებით რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს, მაგრამ არ დავუშვვებთ საქართველოს ტერირორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაიმე ფორმის ძალადობას და შეარაღებული ძალების თარეშს. ვაცხადებ, რომ ის არაეულობა, რომელიც ამ ქედის მიღმაა, დარჩება ქედს მიღმა“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არაკორუმპირებული მთავრობა და კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს.
მიხეილ სააკაშვილმა სპეცოპერაციისას დაღუპული სამხედროების გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ისინი შეეწირნენ ქვეყანას და იმას რომ საქართველო ვერავინ და ვეღარასოდეს არიონ. მე და მთავრობის ყველა წევრი იმ ბიჭებთან ერათად, რომლებიც სამშობლოს იცავენ, ჯარისკაცები ვართ“,– განაცხადა სააკაშვილმ და პირობა დადო რომ სამხედროების მკვლელების თარეში ბოლომდე აღკვეთილი იქნება.
მისი თქმით, დღევანდელი სპეცოპერაცია მაგალითი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ქვეყანაში დესტბილიზაციის შემოტანას გეგმავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|