უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვარაუდობს,
რომ შეარაღებულებული ბანდფორმირებების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენა დაღესტანში
მიმდინარე რთულ პოლიტიკურ სიტუაცის უკავშირდება.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ვინაიდან საქართველოს დიპლომატიური
ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური
ინფორმაცია პირადად ფედერაციისთვის არ მიუწოდებიათ, თუმცა მისივე განცხადებით, რუსეთ–საქართველოს
საზღვარზე მიმდინარე პროცესების საქმის კურსშია ცივილიზებული სამყარო.
„ჩვენ გამოვიყენეთ ოფიციალური მექანიზმი და მიმდინარე
ოროცესების შესახებ შვეიცარიას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც საქართველო–რუსეთს შორის
შუამავალის როლს ასრულებს“,– განაცხადა გიგა ბოკერიამ „რუსთაი 2“-ის პირდაპირ ეთერში.
უშიშროების საბჭიოს მდივნის განცხადებით, რუსეთი მიმდინარე
პროცესების სათავისოდ გამოყენებას ვერ შეძლებს.
„რუსეთის ფედერაციას საბაბი არ გააჩნია საქართველოს
ტერიტორიაზე რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციის
მასშტაბები დიდი იქნებოდა და ხელისუფლება მყისიერ ნაბიჯებს არ გადადგამდა, რუსეთის
მხრიდან პროვოკაციების თეორიული შანსი იარსებებდა,“- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
Internet.ge