საქართველო- რუსეთის საზღვარზე, დაღესტნის ტერიტორიაზე ქართველ სპეცრაზმელებსა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის დაპირსპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
ბოლო მონაცმებით, ანტიტერორიტული ოპერაციის დროს დაღუპულია 11 ბოევიკი. მსხვერპლია ქართულ მხარესაც. ორდღიან სპეცოპერაციას 3 სპეცრაზმელი ემსხვერპლა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრია, ხოლო ერთი - თავდაცივის სამინისტროს სპოციალური რაზმის წევრი, რომელიც ამავე დროს სამხედრო ექიმიც იყო.
შსს მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველ სპეცრაზმელებს 6 ბოევიკი ალყაში ჰყავთ.
დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის ტერიტორიაზე
კრაზის ტიპის ორი სამხედრო სატვირთო მანქანა შევიდა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური
დანიშნულების რაზმის 40-მდე წევრი იმყოფებოდა.
სოფელ ლაფანყურის ცენტრში შსს-ს თანამშრომლები პატრულირებენ. დასახლებული ტერიტორიის მიღმა გასვლის საშუალება არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და არც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. არაოფიციალური ინფორმაიით, ამ დროისთვის სპეცოპერაცია შეჩერებულია, ვინაიდან მთაში ნისლია. თუმცა სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციის ადგილიდან მხოლოდ ცარიელი პიკაპის ტიპის ავტომობილები ბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავბს, რომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მთელი ღამის განმავლობაში სპეცოპერაციის ადგილზე დარჩებიან.
გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ სოფელში პანიკაა და მოქალაქეები სახლებს ტოვებენ, თუმცა აღნიშნული ინფოირმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს სოფლის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ისინი წასვლას
არსად აპირებენ და არც პანიკაში არიან.
სოფლის მაცხოვრებები განმარტავენ, რომ სპეცოპერაციის დასრულებას ამაღამ ელოდებიან, რის გამოც სახლებიდან წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის რამდნიმე ათეული მაცხორვებელი, სოფელ ლაფანყურის ცენტრში ჟურნალისტებთან ერთად ელოდება სპეცოპერაციის დასრულებას.
დაახლოებით 22:00 საათისთვის სპეცოპერაციის ადგილიდან გამოვიდა ორი სასწრაფი დახმარების ავტომობილი, თუმცა სოფლის ცენტრში შეკრებილი ჟურტნალისტებისთვის უცნობი დარჩა, გადაჰყავდათ თუ არა დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს.
ამ დროისთვის სოფლეში სიმშვიდეა, მედიასაშუალების წარმომადგერნლები კი კვლავ სოფლის ცენტრში რჩებიან.
internet.ge