ლოპოტას ხეობასთან მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“
ყრილობა ერთი კვირით, 8 სექტემბრამდე
გადადო. ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის პრესსპიკერმა - ჩიორა
თაქთაქიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გააკეთა.
თაქთაქიშვილმა სპეცოპერაციისას დაღუპულ შსს-ს თანამშრომლებისა და
გარდაცვლილი ექიმის გამო მწუხარება
გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ყველა ჩვენთაგანის ვალია დაღუპული სამართალდამცავების ხსოვნას სათანადო
ყურადღება მივაგოთ. ამიტომ ‘’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო
გადაწყვეტილება პირველ სექტემბერს დაგეგმილი ყრილობა ერთი კვირით გადადოს“,-
აღნიშნა პრესსპიკერმა.
internet.ge