GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: საზღვარზე განვითარებული პროცესები პროვოკაციის ნიშნებს ატარებდა
17:43 30.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დივერსანტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთგვარი გამოცდა იყო.

„2008 წლის შემდეგ ჩვენები ამ მაშტაბის ოპერაციაზე არ ყოფილან, მინდა ვთქვა, რომ აშკარა პროგრესია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე განვითარებული პროცესები პროვოკაციის ნიშნებს ატარებდა.

„პროვოკაცია არ გამოუვიდათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაც იყო. დამპყრობელს რაიმე სახის საბაბის შექმნა სურდა“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რელიეფიდან გამომდინარე სპეცოპერაცია ურთულესი იყო.

„იქ 5 ადამიანი რომ გამაგრებულიყო მათი მოგერიება რთული იქნებოდა იმის მიუხედავად თუ რამდენ პოლიციელს გადაისვრი. კარგია, რომ ტექნიკური საშაუალებები გვქონდა, ძალიან ბევრ მდიდარ ქვეყანას ამ ხარისხის სპეცოპერაციის ჩატარება გაუჭირდებოდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების გამო მწუხარება და აღნიშნა, რომ ისინი საუკეთესოები იყვნენ თავის საქმეში.

ყვარელში გამართულ თათბირზე მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ჩრდილოკავკასიელებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა მშვიდობიანი ერისთვის გახსნილია.

„ჩვენ მივესალმებით მათ, როგორც სტუმრებს სუფრასთან, როგორც ტურისტებს, ჩვენ გვინდა მათთან სავაჭრო ურთიერთობები. მაგრამ საქართველო არ იმყოფება 90-იან წლებში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის გატაცება ადვილად შეიძლებოდა. ჩვენ თამაზ თამაზაშვილში ავერიეთ ეტყობა, რომელიც შსს-ს სხდომებს მართავდა მაშინ, დღეს ის კრიმინალია და სასჯელს იხდის“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი დაღუპული დივერსანტების დაკრძალვის  თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას არავის სიკვდილი არ უხარია, მათიც კი, ვინც საუკეთესო ქართველები სიცოცხლეს გამოასალმეს.

„ჩვენ მათ დაღუპულებსაც შესატყვისი პატივი უნდა მივაგოთ, ჩვენ არ ვგავართ რუსეთს. მიცვალებულები მუსულმანური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა1
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის2
სუბარი ყველას მოუწოდებს, ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას3
დიმიტრი შაშკინი კონტრადმირალ მარკ მონტგომერის შეხვდა4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 5 სექტემბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X