ივანიშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტში შესული “ქართული ოცნების” წევრები კორუფციაში ჩართვას ვერ შეძლებენ
„რაც ყველაზე უკეთ გამომდის ეს სწორი მენეჯმენტია, ბიზნესში ეს
გამომივიდა, იგივეს ვიმეორებ კოალიციაში“- აღნიშნული განცხადება ბიძინა
ივანიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
მისი თქმით, შექმნის ისეთ სისტემას, რომელიც
პარლამენტში შესულ კოალიციის წევრებს გააკონტროლებს.
„ისინი კორუფციისა და მამაძაღლობების ჩადენას ვერ შეძლებენ“,- აღნიშნა
კოალიციის ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილი ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც შეეხო და
აღნიშნა, რომ მას დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების მექანიზმი აქვს.
„ზუგდიდში ყველაზე კარგ განცხადებას გავაკეთებთ, დევნილებთან
მიმართებაში. მათ უნდა გაჩნდეთ იმედი. საკუთარ ქვეყანაში არიანი ისინი 2-3-ჯერ
დევნილები. მათ რომ დავეხმარებით ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები საქართველოსკენ
მობრუნდებიან“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
Internet.ge