ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ დროისათვის საარჩევნო სიები 8
პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა.
სიები უკვე წარადგინეს შემდეგმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“,
„ქართული დასი“, „სამართლიანი საქართელოსთვის“, „მომავალი საქართველო“,
„თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“ , „ჩვენი ქვეყანა“ და „მერაბ კოსტავას
საზოგადოება“.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების
შეტანის ვადა ხვალ იწურება. პოლიტიკურ გაერთიანებებს მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენა 1 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
კომისიას კი, სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გასატარებლად დრო 6
სექტემბრამდე აქვს, რის შემდეგაც პარტიული სიები საჯარო გახდება.
internet.ge