„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში პარტიულ სიებს დღეს
შეიტანს. ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ცესკოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩამონათვალსაც გადასცემს.
ცნობისთვის, პოლიტიკურ პარტიებს სიების წარდგენა დღეს,
18:00 საათამდე შეუძლიათ.
ცესკოს
ინფორმაციით,
ამ დროისათვის სიები უკვე წარადგინეს შემდეგმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა:
„ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“,
„ქართული დასი“, „სამართლიანი საქართელოსთვის“,
„მომავალი
საქართველო“,
„თავისუფლება
ზვიად გამსახურდიას გზა“ , „ჩვენი ქვეყანა“ და „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
კომისიას
კი, სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გასატარებლად დრო 6 სექტემბრამდე აქვს, რის შემდეგაც პარტიული სიები საჯარო გახდება.
Internet.ge