GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო სიების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს
13:41 01.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც ცესკოში პარტიული სიები ამ დრომდე არ წარუდგენიათ, 18:00 საათამდე მათ შეტანას სთხოვს.

ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომისია ასევე მოუწოდებს კანდიდატებს, რომელთა თანამდებობებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რეგისტრაციაზე განაცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში გადადგნენ ან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

პარტიული სიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კი კომისია პარტიულ სიებს და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს გამოაქვეყნებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს. აქედან ათმა პოლიტიკურმა სუბიქტმა უკვე წარმოადგინა პარტიული სია. ესენი არიან: „სამართლიანი საქართველოსთვის”,  „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”, „ჩვენი ქვეყანა”, პ/გ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი," პ/გ „ახალი მემარჯვენეები,” „მერაბ კოსტავას საზოგადოება”,  „მომავალი საქართველო”, „საქართველოს მშრომელთა საბჭო”, „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, ეროვნულ დემოკრატიული პარტია. კომისის იმ სუბიექტების სიასაც აქვეყნებს, რომლეთა განცხადება დღის ბოლომდე უნდა შევიდეს:

პ/გ ”კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო”, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს”, ”სახალხო მოძრაობა”, ”სახალხო პარტია”, ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი: შს სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობდა1
მიხეილ მამიაშვილი კუდუხოვსა და ცარგუშს გამოესარჩლა2
აგვისტოდან საქართველოში ახალი მართვის მოწმობა ამოქმედდება3
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება4
ვან მარვაიკმა ნაკრებიდან ვან დერ ვაარტი, ჰეიტინგა და ჰუნტელაარი გაუშვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X