ცესკო ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ადგილზე გაცნობას სთავაზობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ბიძინა ივანიშვილის მიერ ცესკოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და
შესაბამის განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა ”მთავარ კითხვაში” გააკეთა.
პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.
სატელევიზიო
ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ
ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას“,-
ნათქვამია განცხადებაში.
„ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს...”,- განაცხადა ნიძინა
ივანიშვილმა გუშინ „მე-9 არხის“ ეთერში.
Internet.ge