საქართველოს პრეზიდენტის
პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, 29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებლთან შედარებით, 70%-ით მეტია.
ამის შესახებ
განცხადება, მანჯგალაძემ დღეს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის
პრესსიკერის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის
გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას.
„საქართველოს პრეზიდენტი ლარსის გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც პირადად ჰქონდა შესაძლებლობა ენახა, როგორ მუშაობს ის გადაწყვეტილება, რომელიც ორი თვის წინ გამოცხადდა და რომელიც ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას გულისხმობს. პრეზიდენტი პირადად შეხვდა რუსეთის ათეულობით მოქალაქეს, რომლებიც ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. აღნიშნული მაჩვენებლები დატურისტების რაოდენობის ზრდა კი, ყველაფერთან
ერთად არის დამატებითი ფინანსური რესურსები ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. მეტი ტურისტი კი მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
Internet.ge