ბიძინა ივანიშვილის
პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის
განცხადებით, ცესკოს მიერ ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები არ არიან ზუსტად აღრიცხულები.
ამის
შესახებ განცხადება ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი
თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების რიცხვი მინიმუმადე დაიყვანოს და არჩევნებში მანიპულირება მოახდინოს.
ფანჯიკიძის
განცხადებით, 700 ათასი ამომრჩეველი
შესაბამისი რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი.
„მილიონი მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში
და 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, ხმის მიცემის უფლება კი, დაახლოებით
2 700 000 ადამიანს აქვს. ცესკოს მიერ მოწოდებულ სიებში 149 ათასზე მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება, საარჩევნო სიებში კი, მხოლოდ
283 ათასი ემიგრანტია დაფიქსირებული. 700 ათასი ამომრჩეველი კი, შესაბამისი
რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი. ცხადი ხდება, რომ ემიგრაციაში მყოფები არ არიან ზუსტად აღრიცხულები“,- განაცხადა
ფანჯიკიძემ.
internet.ge