GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხათუნა ოჩიაური ივანიშვილის მიერ პედაგოგების მისამართით გაჟღერებულ მუქარას ეხმაურება
16:54 03.09.2012
დღის სიახლეები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა ოჩიაური ბიძინა ივანიშვილის მიერ პედაგოგებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი პედაგოგებზე თავდასხმას განაგრძობს.  

„ბიძინა ივანიშვილი მათ დასჯით და დაპატიმრებით ემუქრება, აცხადებს, რომ მათი უმეტესობა უმაღლესი განათლების არმქონეა და 300 ლარად იყიდებიან. ჩვენთვის ასეთი თავდასხმები მიუღებელია, რადგან პედაგოგები ქართული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია და მათზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია“,- განაცხადა ოჩიაურმა.

მისი თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ  გაგრძელდება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები.

გაიზარდა და კიდევ გაიზრდება მათი ხელფასები. რემონტდება სკოლები, რათა პედაგოგებს უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნათ, რადგან მათ მომავალი თაობის აღზრდას ვანდობთ“,- განმარტა უმრავლესობის წევრმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას მასწავლებლები ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

როგორც ივანიშვილმა „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ბოლომდე ჩაჰყვება.

„ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ მომავალს 300 ლარად ყიდიან კანონის წინაშე დაისჯებიან. შეიძლება მათ თავისუფლება დაკარგონ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს1
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა2
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს3
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა4
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X