საქართველოს
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო
კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და
საარჩევნო ბლოკის ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” წარმომადგენელმა ბეჟან
გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს
თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს“,- ნათქვამია ცესკოს
განცხადებაში რომელიც ცესკომ დღეს გაავრცელა.
Internet.ge