საარჩევნო
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საზოგადოებრივ ახრზე გასამართ ტელედებატებში
მონაწილეობას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
არხის გენერალური დირექტორის მისამართით
გაგზავნილ წერილს, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აწერს, „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ამა წლის 29 აგვისტოს თქვენი წერილის პასუხად, რომლითაც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ბლოკის სიის 1-ელ ნომერს 9 და 18 სექტემბერს ეპატიჟებით დებატებში, მინდა გაცნობოთ, რომ:
ქვეყნის
დემოკრატიული
განვითარებისთვის,
განსაკუთრებით
კი წინასაარჩევო პერიოდისთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო დებატები - პოლიტიკური ცხოვრების განუყოფილი ნაწილი.
დებატების
აუცილებლობაზე,
განსაკუთრებით
კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობაზე, მაქსიმალურად ემსახუროს საზოგადოებას და მისცეს
მას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის შესახებ სრული ინფორმაცია, არაერთხელ მიუთითებიათ როგორც კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ისე კოალიციის სხვა წევრებს.
„ქართული
ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ
ერთი თვის წინ გამოიწვია დებატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მაყურებლისთვის საინტერესო სწორედ ლიდერების დებატებია და არა დებატები დებატების გულისთვის, რომელმაც წინასაარჩევნოდ,
უცხოელ დამკვირვებელთა დასანახავად და უცხოური ორგანიზაციების მოთხოვნით უნდა შექმნას ქვეყანაში თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს ილუზია.
კიდევ
ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას მივიღოთ მონაწილეობა დებატებში „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ ლიდერებს შორის. ამისათვის საჭიროა, ჩვენმა პოლიტიკურმა კონკურენტმა დაასახელოს თავისი ლიდერი და ქვეყნის ახლანდელი ან მომავალი პირველი პირი.
ასევე
მისაღებია
ჩვენთვის მონაწილეობა საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებში“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge