ვანო მერაბიშვილი პარიზში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს
მანუელ ვალს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს ბრიუსელის შემდეგ, საფრანგეთში ახალ რანგში განაგრძობს.
მანუელ ვალსი ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის კაბინეტის წევრი,
ხელისუფლებაში სოციალისტების მოსვლის შემდეგ 2012 წლის მაისიდან გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მანუელ ვალსთან მან სამომავლო
თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ
საქართველოს საფრანგეთში მეგობრები ყავს.
„კმაყოფილი ვარ შეხვედრით. გარდა ზოგადი საკითხებისა ჩვენ ვისაუბრეთ
კონკრეტულ გეგმებზე. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემს ძველ პროფესიულ
კოლეგასთან ერთად განმეხილა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები,“- განაცხადა ვანო
მერაბიშვილმა.
Internet.ge