ბაქოში, რუსეთის საელჩოს შენობასთან ახალგაზრდებმა
აქცია გამართეს. ისინი რუსეთის ხელისუფლების მიერ სირიის დიქტატორის ბაშარ ასადის
მხარდაჭერას აპროტესტებდნენ.
აქციის ლოზუნგები იყო „რუსეთო, ნუ ხუჭავ თვალს ადამიანების მასობროვ ხოცვაზე“, „პუტინო და მედვედევო, შეწყვიტეთ
ჯალათი ასადის მხრდაჭერა“!
აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურები წარწერით - ტურგენევი,
ტოლსტოი, გერცენი და ჩეხოვი. ერთ-ერთმა მონაწილემ კი განაცხადა, რომ ეს
მოაზროვნეები ცოცხლები რომ იყვნენ, რუსეთი არასოდეს დაეჭურდა მხარს სირიის
დიქტატორულ რეჟიმს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში დღეს ჩავიდა სირიის საგარეო
ასქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი. ის თავის რუს კოლეგას სეგეი ლავროვს დამასკოს
მიერ კონფლიქტის დარეგულირების გეგმის იმ „ექვსი პუნქტის“ შესრულებაზე მიაწვდის
ინფორმაციას, რომელიც სირიას გაეროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის
სპეცწარმომადგენელმა კოფი ანანმა შესთავაზა.
Internet.ge