ზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გადაწყვიტა მოკლას რამილ საფაროვი – აზერბაიჯანელი სამხედრო, რომელიც 6 წლის წინ უნგრეთში სომეხი სამხედროს მკვლელობის გამო გაასამართლეს და რომელიც რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა აზერბაიჯანს გადასცა, პრეზიდენტმა ალიევმა კი შეიწყალა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ
საფაროვზე ტერაქტი განხორციელდება და რომ სარქისიანმა, თითქოსდა, უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება სხვადასხვა უწყებებს.
ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ დასახელებულია `ჭორები~.
მიუხედავად ამისა, სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველანაირი საშუალება მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები ამ გეგმების წინააღმდეგ.
აღნიშნულ თემაზე სომხური მედიაც წერს. იმავე `ჭორებზე~ დაყრდნობით, ერევანში მიიჩნევენ, რომ საფაროვი შეიძლება, თავად ბქომ გაანადგუროს, რადგან სომხური მედიის აზრით, ეს აზერბაიჯანს აწყობს.
ამის შესახებ გენერალ-მაიორმა არკადი ტერ-ტადევოსიანმა განაცხადა. მისი თქმით, საფაროვს მოკლავენ, მერე მის მკვლელობაში სომხური გვარის ადამიანს დაადანაშაულებენ, რომელიც, თითქოსდა, ერევნის დავალებით მოქმედებდა, ეს კი, ბაქოსთვის სამხედრო მოქმედებების განახლების მიზეზი გახდება – ამბობს ტადევოსიანი.
Internet.ge