სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალი 2012 რამდენიმე წუთში დაიწყება.
ცნობილია, რომ მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გახსნის.
საუბარი შეეხება უცხოეთში მივლინებული ელჩების კიდევ უფრო ეფექტურ
მუშაობას.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აქცენტს ევროკავშირთან მეგობრობაზე გააკეთებს. პოლონეთის კი -
ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის შეფასებით,
ამბასადორიალის მთავარი თემა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანენება იქნება.
„განიხილება სწრაფი წინსვლის გეგმები ამ ორგანიზაციაში
გაწევრიანებისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა იქნება“,- აღნიშნა კაპანაძემ.
უკვე საქართველოში იმყოფება საქართველოს ელჩი ნატოში. გეგა მგალობლიშვილის შეფასებით, ამასადორიალზე
ხაზი გაესმევა იმ გამოწვევებს რომლის წინაშე დღეს ქვეყანა დგას.
ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი,
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა
მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩებს სპეციალური
სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ღონისძიების პარალელურად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები“,- ნათქვამია
საგარეო უწყების განცხადებაში.
ამბასადორიალს უკვე ხვალ შეუერთდება ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს
ფოგ რასმუსენი. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო
მერაბიშვილიც მიიღებს.
internet.ge