„ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით
საყვარელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
საყვარელიძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებთა პრობლემები „ქარვასლაში“
მოისმინა, მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე
ისაუბრა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებთან ერთად ჯანდაცვისა და
დასაქმების თემასაც შეეხო.
„კრწანისის რაიონი ტურიზმის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მომხიბლავი
რაიონია თბილისში, ამიტომ ყველა კრწანისელმა უნდა იგრძნოს მაქსიმალური სარგებელი,
ყველა იმ სიახლიდან რაც ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა საყვარელიძემ.
Internet.ge