საქართველოს ცენტრალური კომისის
განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. აღნიშნულის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა, არასმთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის
კომემენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
„თარიღი
კანონით არის განსაზღვრული და ვერ შეიცვლება. არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და ის განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. არჩევნების თარიღის შეცვლა, უცხოეთში იქნება ეს, თუ - საქართველოში, ვერ მოხდება ამას კანონი კრძალავს“,- აღნიშნა აზარაშვილმა.
არასამთავრობო
ორგანიზაციები
და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
მოითხოვენ,
რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება პირველი ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს მიეცეთ.
შეასბამისი მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს ცესკოს თავმჯდომარეს.
Internet.ge