NDI-ის კვლევის შედეგებით მოსახლეობის 77% არჩევნებში მონაწილეობისთვის მზაობას გამოთქვამს
NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა.
კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, 77%-მა დადებითად უპასუხა, 77-მა პროცენტმა ასევე განაცხადა, რომ მიიღებდა ასევე მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასახავს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2038 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
internet.ge