არჩევნების გაყალბების შემთხევაში ბიძინა ივანიშვილი თუ საზოგადოებას
ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს მას მხარს 16% დაუჭერს.
NDI- ის მიერ ჩატარებულ კვლევებში კითხვაზე: დაუჭერდით თუ არა მხარს
ივანიშვილის ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებით მოწოდებას, გამოკითხულთა 16%
ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა, 62% არ დაუჭერდა, ხოლო 18%-ს ამბობს, რომ კითხვაზე
პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში
ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2038 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე
გამოიკითხა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
ატარებს.
internet.ge