NDI-ის
კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 48% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი
საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 30%-ს
მიაჩნია, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 9% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის
არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, 11%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კითხვაზე: მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა
რუსეთთან, დადებითი პასუხი 5%-მა გასცა, 89%-ს არ მოსწონს, 5%-ს კი კითხვაზე
პასუხი არ აქვს.
კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 57%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე,
როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 26% მიიჩნევს, რომ ეს 2014 წელს მოხდება, 7%
გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება, 10%-ის განცხადებით კი, საქართველო ნატოს
წევრი არასდროს გახდება.
internet.ge