GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა
10:37 06.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს ახალ ,„3ტ"-ს პრინციპზე (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგები და ტოტალური თავდაცვა) დაფუძნებული კონეცეფციის ერთ-ერთ კომპონენტზე - „ტოტალურ ზრუნვაზე" ისაუბრა.

ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელსაც აღნიშნული კომპონენტი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ტოტალური ზრუნვა" მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

მისი თქმით, ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში მკვეთრად გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ, ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. პირს, რომელიც საკონტრაქტოსამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, დაუფინანსდება მაგისტრატურაში სწავლება.

სამხედრო მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისურის ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს პრემიის სახით.

16 წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში თავდაცვის სამინისიტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით. საცხოვრებელ ფართს მიიღებს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეს უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს თავის მოვალეობის შესრულებაზე და გრძნობდეს სახელმწიფოს ზრუნვას მასსა და მის ოჯახზე.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტიდან მიდის1
ბათუმის სამშობიარო სახლის გაყიდვის საკითხი არ განიხილება2
შტეფან ფულე საქართველოში იმყოფება3
ანა ლომინაძე დარდანელის სრუტის გადაცურვას დღეს გეგმავს4
აფხაზ ჩინოვნიკებს დეკლარაციების შევსება არ სურთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X