რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ამერიკის შეერტებული შტატის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და კონგრესმენი ლინდსი გრეჰემი მივიდნენ.
მაკკეინს ოფისის შესასვლელთან მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი
დახვდნენ. კოალიციის ოფისში კი, სტუმრებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიასთან და დავით უსუფასვილთან ერთად ელოდებოდა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, შეხვედრაზე საუბრი
იქნება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, ქართული ოცნების სტრატეგიაზე
საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 45 წუთს
გაგრძელდება.
ჯონ მაკკეინის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ
სენატორი ჟურნალისტებთან კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
უცნობია გააკეთებს თუ არა კომენტარს ბიძინა ივანიშვილი.
internet.ge