თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მეორე ნაწილს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის.
ქობალია საქართველოს ეკონომიკის მიმართულებებზე გაამახვილებს
ყურადღებას.
ამბასადორიალზე სიტყვით ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც
გამოვა.
ამ წუთებში ამბასადორიალში მონაწილე პირები შესვენებაზე იმყოფებიან.
ღონისძიება ნახევარ საათში განახლდება.
რაც შეეხება სპეციალურ სტუმარს, ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ
რასმუსენი ღონისძიებას ორ საათში შეუერთდება და სიტყვითაც გამოვა.
internet.ge