კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში
კოალიციის ლიდერებსა და ამერიკელ სენატორებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ კოალიციის ოფისი უკომენტაროდ დატოვა ჯონ მაკკეინმა,
კომენტარი ასევე არ გაუკეთებიათ ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს და
ჯო ლიბერმანს.
ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც
კოალიციის ლიდერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე და
კოალიციის გეგმებზე საგარეო კურსთან მიმართებაში.
„ჩვენ სრულად მივაწოდეთ ინფორმაცია ამერიკელ სენატორებს, თუ რა ვითარებაში
მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა არ დააკონკრეტა ინფორმაცია, მიიღო თუ არა
რეკომენდაცია სენატორებისგან.
internet.ge